რადიაციული დაბინძურება
ავტომობილის რადიაციული უსაფრთხოების მიზნით შემოწმება გულისხმობს მის სრულ დათვალიერებას სპეციალური გამზომი ხელსაწყოს საშუალებით:
• სალონში,
• საბარგულში,
• კაპოტში,
• რადიატორის ბუდეში,
• გარე პერიმეტრსა და სხვა ნაწილებზე.
რადიაციული ფონის განსაზღვრას ვახდენთ გერმანული წარმოების ThermoFisher Scientific-ის აპარატურით, რომელიც მაღალი სიზუსტით მონაცემების შეგროვების საშუალებას იძლევა. ავტომობილის შემოწმებისას, პერსონალს ასევე თან აქვს გერმანული წარმოების ასევე Thermo-ს პერსონალური ელექტრონული დოზიმეტრი, რომელიც აღრიცხავს ამ პირის მიერ მიღებულ დოზას და მაღალი დოზის დაგროვების შემთხვევაში განგაშის სიგნალით ანიშნებს პერსონალს საფრთხის შესახებ. გაზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ პერსონალი ავსებს სპეციალურ ფორმას, სადაც რეგისტრირდება ავტომობილის რადიაციული დაბინძურების სტატუსი და დონე. დგინდება თუ რამდენად შეესაბამება იგი ნორმებს. კონკრეტულ მანქანაზე გაიცემა შემოწმების შედეგების ჩანაწერები რომელშიც დეტალურად არის დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, ავტომობილის მესაკუთრის ინფორმაცია და ავტომობილის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმების შედეგები დასკვნის სახით. გაცემული დოკუმენტის სახით, შპს დუალმაინდ იღებს პასუხისმგებლობას დასკვნაში დაფიქსირებული მონაცემებისა და შეფასების სიზუსტეში. გარდა გაცემული დოკუმენტისა, კომპანიის ვებ პორტალზე ინახება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩატარებული დათვალიერების დოკუმენტები დასურათების ჩათვლით. რომელთან წვდომაც დამკვეთს აქვს ონლაინ რეჟიმში.