სამედიცინო აპარატების სერვისი

ჩვენი კომპანია წარმოადგენს ლიდერს საქართველოს ბაზარზე ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით. კომპანიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც მუშაობენ სამედიცინო აპარატების დიაგნოსტირებასა და შემოწმებაში. ინჟინრები პრობლემას პოულობენ კომპონენტურ დონეზე, რაც ნიშნავს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას დაბალი დანახარჯებით.

ჩვენი ინჟინრები მონაწილეობენ ისეთი აპარატების აღდგენაში როგორებიცაა პაციენტის მონიტორი, ულტრაბგერითი აპარატი, რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ტომოგრაფი, ჟანგბადის კონცენტრატორი და სხვა მრავალი.